ბათუმის მერიამ მაიაკოვსკის ქუჩის #93-ში მდებარე სანიაღვრე არხის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა , - ამ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს და ამ ფაქტში უჩვეულო არაფერია თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მერიის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში პლასტმასის ბოთლების "მთები" ჩანს.
როგორც ქალაქის მთავრობის მასალაშია აღნიშნული, დასუფთავების პროცესში, საჭირო გახდა არხის ზედაპირის ამოჭრა, საიდანაც დიდი ოდენობით პლასტმასის ბოთლები ამოიღეს. იხილეთ ფოტოები