საწვავი შესაძლოა 5-6 თეთრით გაიაფდეს

საწვავის ფასი რამდენიმე დღეში დაახლოებით 5-6 თეთრით შემცირდება.

ამის შესახებ კომპანია „სენტას“ დამფუძნებელმა, ზაალ იაკობიძემ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ფასების ცვლილება საბითუმო ქსელში უკვე მოხდა და უახლოეს დღეებში საწვავი საცალო ბაზარზეც გაიაფდება.

„საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება და ლარის კურსი თუ იმავე დონეზე დარჩა, როგორიც დღეს არის, ეს აუცილებლად აისახება საწვავის საცალო ბაზარზე. საბითუმო ბაზარზე უკვე მოხდა ცვლილება და ფასები დაახლოებით 5-6 თეთრით შემცირდა ერთ ლიტრ საწვავზე. მოსალოდნელია, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში საწვავი საცალო ქსელშიც დაახლოებით 5-6 თეთრით შემცირდება,“-აღნიშნა იაკობიძემ.