მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს - 400, ხოლო ომში დაღუპულ თითოეულ მარჩენალდაკარგულს 200 ლარი გადაეცემათ

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება დააწესა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს - 400, ხოლო ომში დაღუპულ თითოეულ მარჩენალდაკარგულს 200 ლარი გადაეცემათ.

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, (გარდა თბილისისა) ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო, დედაქალაქში კი თბილისის მერია.

ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულებს თანხის მიღება ხვალიდან (6 მაისიდან) შეეძლებათ. ფულადი დახმარება "ლიბერთი ბანკის" მეშვეობით გაიცემა.