იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან პაციენტებს ელექტრონული რეცეპტები გამოუწერონ

2018 წლის იანვრიდან  ელექტრონული რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება.

ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოოსა და კლინიკის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ ფორმა №3-ის ელექტრონული ვერსია პირველ ეტაპზე, 2018 წლის იანვრიდან მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოიცავს.