ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საგადასახადო რეფორმის შესახებ კანონი დაამტკიცა, რომელიც მოგებაზე კორპორატიული გადასახადის 35%-დან 21%-მდე შემცირებას ითვალისწინებს.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ აღნიშნული კანონი 19 დეკემბერს დაამტკიცა, რის შემდეგაც ის აშშ-ს სენატს გადაეგზავნა.
კონგრესის მიერ მიღებული საგადასახადო რეფორმა ყველაზე უმსხვილესია ბოლო 30 წლის განმავლობაში. მეწარმეებისთვის გადასახადის შემცირება უვადოა.
კანონი ასევე ითვალისწინებს გადასახადის ტვირთის შემცირებას ფიზიკური პირებისთვისაც. თუმცა, აღნიშნული შემცირება მოქმედი იქნება 2025 წლამდე.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელი აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.