სადაზღვევო ბაზრის ლიდერი "ალდაგია"

სადაზღვევო კომპანიამ "ალდაგი" ერთი წლის განმავლობაში მიზიდული ჯამური პრემიის მოცულობა 30 მილიონი ლარით გააუმჯობესა.

დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, კომპანიამ 2013 წელს 143 მილიონ ლარზე მეტი პრემია მიიზიდა და ამ მაჩვენებლით ბაზარზე მოქმედ 14 კომპანიას შორის ბაზრის ლიდერი გახდა.

კომპანიამ შარშან 104 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია აანაზღაურა, 2012 წელს - 49,305 მილიონი ლარი.

"ალდაგის" სადაზღვევო პორტფელში 92,6 მლნ ლარით სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს, ქონების დაზღვევიდან კომპანიამ 20 მლნ ლარზე მეტი მიიზიდა, 14,5 მლნ ლარი კი - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის რეალიზაციიდან.