მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.9 მილიონი ტონით შემცირდა.
კერძოდ, 2017 წლის პირველ 10 თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 33.4 მილიონი ტონა შეადგინა. წინა წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 34.3 მილიონი იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 9.7 მილიონი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 324.4 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი - 314.7 მილიონი იყო.
2017 წლის საანგარიშო პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 14.6 მილიონი ტონიდან 13.5 მილიონ ტონამდე შემცირდა.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 46,518 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს 319.870 კონტეინერი, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 273,352 კონტეინერი გადამუშავდა.