პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ზურაბ მაჭარაძემ პარლამენტს სემეკის წევრობის კანდიდატურები წარუდგინა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებია წარდგენილი.
მაჭარაძემ პარლამენტს მათი ბიოგრაფიისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
წარდგენილი კანდიდატების არჩევის საკითხი დღესვე გავა კენჭისყრაზე.