თურქული ინვესტიციით ბათუმში ახალი კლინიკა შენდება

საავადმყოფოს ბაზაზე "ბაჰჩეშეჰირის" უნივერსიტეტის ფილიალიც გაიხსნება.

ახალი მრავალპროფილური კლინიკა, რომლის გახსნაც ბათუმში სექტემბერში იგეგმება, თურქული ინვესტიციით აშენდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მრავალპროფილური კლინიკა 100 საწოლზეა გათვლილი და პაციენტები კარდიოქირურგიულ მომსახურებასთან ერთად, თითქმის ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.

საავადმყოფოს ბაზაზე "ბაჰჩეშეჰირის" უნივერსიტეტის ფილიალიც გაიხსნება. სამედიცინო განათლების მიღების მსურველები უნივერსიტეტში ინგლისურად ისწავლიან, სტუდენტები სასწავლო კურსის ნაწილს BAU-ს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფილიალში გაივლიან.