პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირა მხარი.
გოჩა შონია და დავით ნარმანია 83-83 ხმით აირჩიეს.
სემეკის წევრობის კანდიდატურები პარლამენტს დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ზურაბ მაჭარაძემ წარუდგინა.
მაჭარაძემ პარლამენტს მათი ბიოგრაფიისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.