თბილისის რამდენიმე უბანში საოფისე ფართის ფასი გაიზარდა

კვლევის თანახმად, თებერვლის თვესთან შედარებით, მარტში საოფისე ფართების კვადრატული მეტრის საშუალო ფასი გაზრდილია ძველ თბილისში, ვაკეში, საბურთალოსა და ჩუღურეთში, ხოლო შემცირებულია დიდუბეში.

კვლევის შედეგების თანახმად, მარტში ერთი კვადრატული მეტრი საოფისე ფართის საშუალო ღირებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვაკეში აღინიშნა - 1394 აშშ დოლარი. ფასის სიდიდის მიხედვით შემდეგ ადგილზეა ჩუღურეთი - 1365 აშშ დოლარი, მესამე ადგილი კი ძველ თბილისს ერგო - 1310 აშშ დოლარი.

მარტის თვის მონაცემებით, საბურთალოზე ერთი კვადრატული მეტრი საოფისე ფართის საშუალო ფასი 1164 აშშ დოლარი იყო. კვლევის ფარგლებში შერჩეული ტერიტორიული ერთეულებიდან, კვადრატულ მეტრ საოფისე ფართზე ყველაზე დაბალი საშუალო ფასი დიდუბეში აღინიშნა - 910 აშშ დოლარი.