„ბიზნესპრესნიუსზე“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 41.5%-ის თქმით, თბილისს ყველაზე მეტად რეკრეაციული ზონები აკლია.
გამოკითხვაში მონაწილეთა 30.1% ამბობს, რომ თბილისში პრობლემაა მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ხოლო 15.7%-ის თქმით, თბილისში ყველაზე დიდ პრობლემას მოუწესრიგებელი პარკინგის სისტემა წარმოადგენს. 12.7%-ის თქმით, თბილისში ინფრასტრუქტურა გაუმართავია.
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 787-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა საიტზე 1 ოქტომბრიდან 25 დეკემბრამდე მიმდინარეობდა.