ელგუჯა ხოკრიშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა ქუთაისის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი იმყოფებოდა 800-მეტრიანი ხიდის მშენებლობაზე, რომელიც ნახშირღელედან კოპიტნარამდე გზას დააკავშირებს.

"ეს მნიშვნელოვანი პროექტია, ვაშენებთ ხიდს, რომლითაც ბევრი ადამიანი ისარგებლებს მიმდინარე სამუშაოების პროგრესიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში ხიდი უკვე ექსპლუატაციაში შევა", - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

პროექტის მენეჯერის, სოეილ აბასის განცხადებით, სამუშოები დასრულების ფაზაშია.