სემეკში "თელასისა" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამომხმარებლო ტარიფებზე მსჯელობა 27 დეკემბრამდე გადაიდო, - ამის შესახებ სემეკის სხდომაზე განაცხადეს.
სემეკის სხდომაზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 27 დეკემბრამდე გადადებულიყო "ჟინვალჰესის" ელექტროენერგიის ტარიფების დადგენაზე მსჯელობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ კომისიის სხდომის დაწყებისთანავე გამოაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელია, საოპერაციო დანახარჯების დაზუსტება, რის გამოც საკითხზე მსჯელობა 27 დეკემბერს გაიმართება.
სემეკის დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ტარიფების დადგენა და ასევე "ენერგო-პრო ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები.