კომპანია "სარაჯიშვილმა" ახალი პროდუქტი - სამი რეგიონის სამი საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან შექმნილი კონიაკი TRILOGY გამოუშვა.
სასმელის პრეზენტაცია 23 დეკემბერს, სარაჯიშვილის ქარხნის ტერიტორიაზე, საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში შედგა.
სასმელი, რომელიც სამი საუკუნის (მე-19, მე-20, 21-ე) უძველესი სპირტების შერევით არის მიღებული 65 წლის დაძველებისაა. ახალი სასმელი „სარაჯიშვილის სახლმა“ ლიმიტირებული რაოდენობით - სულ 1 000 ცალი გამოუშვა და მისი ღირებულება 6 000 ლარია.
როგორც "სარაჯიშვილის სახლში" განმარტავენ, Trilogy-ს შექმნის მიზანია, მათ საცავებში არსებული ისტორიის საზოგადოებისთვის გაზიარება, დარგის განვითარება, და პრეცენდენტის შექმნა, რომ საქართველოში შეიძლება ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება.