რუსეთს უკრაინა სულ უფრო ძვირი დაუჯდება

აშშ არ გამორიცხავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს უკრაინაში ვითარების ესკალაციას.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯეი კარნიმ განაცხადა.

"რუსეთს უკრაინა სულ უფრო ძვირი დაუჯდება. ჩვენ საკმარისი საშუალებები გვაქვს ამისთვის, მათ შორის სექტორული სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე", - აღნიშნა ჯეი კარნიმ.

მისივე თქმით, როგორც კი რუსეთი მიმართავს ქმედებებს, რომელსაც აშშ და მისი პარტნიორები დესტაბილიზაციად მიიჩნევენ, აშშ გამოიყენებს ამ საშუალებებს და რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.

ამასთან, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, აპრილის ბოლოს აშშ-მა დამატებითი საქნციები დაუწესა 17 რუსულ კომპანიასა და შვიდ რუს მაღალჩინოსანს.