საახალწლო სუფრა გასულ წელთან შედარებით 8.1%-ით არის გაძვირებული

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET ქართული სუფრის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2017 წლის დეკემბერში 5-6 ადამიანზე გათვლილი საახალწლო სუფრის საშუალო ღირებულება 161.60 ლარია, რაც 2016 წლის დეკემბრის მონაცემებს 8.1% -ით აღემატება.

ISET-ის ინფორმაციით, საახალწლო სუფრის მომზადება, რომელშიც ძირითადი ტრადიციული კერძები შედის, ყველაზე ძვირი - 170.1 ლარი იმერეთში, ხოლო ყველაზე იაფი - 144.1 გურიაში ჯდება.

2016 წლის მსგავსად, წელსაც საახალწლო სუფრის ყველაზე ძვირი ინგრედიენტი ნიგოზია, რომლის ფასიც 1 კილოგრამზე 16.50-დან 30.67 ლარამდე მერყეობს.

ISET-ის საახალწლო სუფრის ინდექსი საქართველოს 10 რეგიონში (შიდა ქართლი; კახეთი; ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი; გურია; იმერეთი; რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი; სამცხე-ჯავახეთი; მცხეთა-მთიანეთი; აჭარა) სტანდარტული საახალწლო სუფრის ხარჯებს ითვლის, რომელიც 5-6 სულიან ოჯახზეა გათვლილი. ინდექსში შესულია საახალწლო სუფრის ძირითადი კერძები: ხაჭაპური, მწვადი, საცივი, ოლივიე, შემწვარი ქათამი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი, გოზინაყი, ხილი და სხვა.

bpn