გაერო-ს 2018-2019 წლის ბიუჯეტში აშშ-ის შენატანი 285 მილიონი აშშ დოლარით შემცირდება

გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებით, გაერო-ს 2018-2019 წლის ბიუჯეტში აშშ-ის შენატანი 285 მილიონი აშშ დოლარით იქნება შემცირებული.

ამის შესახებ განცხადება გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ გააკეთა.

ელჩის განცხადებით, „აშშ არ დაუშვებს იმას, რომ ამერიკელი ხალხის ხელგაშლილობა ვინმემ გამოიყენოს ან გაუკონტროლებელი დარჩეს“.

გასულ კვირას გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.