საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2017 წლის განმავლობაში 1 070 558 ლარი შეადგინა.
როგორც ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სტატისტიკის პრეზენტაციისას განაცხადა, 2017 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიდან კომპანიების მისამართით გაიგზავნა 4 225 რეკომენდაცია, ხოლო სემეკ-ს 1 358 შუამდგომლობით მიმართეს.
”საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2017 წლის განმავლობაში 1 070 558 ლარი შეადგინა, ხოლო სემეკის საჯარო სხდომებზე ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე 1 501 261 ლარი ჩამოიწერა. ჯამში ჩამოწერილმა თანხამ 2 571 820 ლარი შეადგინა”, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
ენერგოომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მომავალი წლიდან ომბუდსმენი განახლებული გეგმით შეუდგება სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების და მიზნების განხორციელებას და მომხმარებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.