"გუგლმა" იმ ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, ვის შესახებაც ყველაზე ხშირად გუგლავდნენ მომხმარებლები 2017 წელს.
მათ შორისაა მეტ ლაუერი, Today შოუს ყოფილი წამყვანი, ინგლისის პრინცის საცოლე, მეგან მარკლი და კეითი გრიფინი.
ლაუერი სიის სათავეში ნოემბრის მოვლების შემდეგ მოხვდა, მას შემდეგ რაც Today-დან არასათანადო სექსუალური საქციელის გამო გაათავისუფლეს. სიაში მასთან ერთად არიან ის ცნობილი სახეებიც ჰოლივუდიდან, ვისაც წელს იგივე ბრალდებები წაუყენეს – პროდიუსერი ჰარვი ვაინსტინი, მსახიობი კევინ სპეისი და Fox-ის ყოფილი წამყვანი ბილ ო’რაილი.
მეორე მხრივ, სიახლეების ცენტრში მოექცა მსახიობი მეგან მარკლი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი და ბრიტანეთის პრინცის, ჰარის ნიშნობის შესახებ.
სიაში მოხვდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი წევრებიც: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი, პირველი ლედი მელანია ტრამპი. მსახიობი გალ გადო, რომელმაც Wonder Woman-ის როლი ითამაშა, ბოლო ადგილზე გავიდა.
ქვემოთ მოცემულია სრული სია:
1. მეტ ლაუერი
2. მეგან მარკლი
3. ჰარვი ვაინსტინი
4. მაიკლ ფლინი
5. კევინ სპეისი
6. ბილ ო’რაილი
7. მელანია ტრამპი
8. კეითი გრიფინი
9. მილო იანოპულოსი
10. გალ გადო