თურქეთის მხრიდან საინტერესო საინვესტიციო შემოთავაზებებია

თურქეთის მხრიდან ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში საინტერესო საინვესტიციო შემოთავაზებებია.

ამის შესახებ საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი პერტაიამ განაცხადა. მისი თქმით, ”თბილისის სამიტი 2014” არის ძალიან კარგი საშუალება ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, რომ თავისი პროექტი წარუდგინოს მეორე მხარეს.

რაც შეეხება თურქეთის მხრიდან ინვესტიციებს, როგორც პერტაია განმარტავს, საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებებია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში და სოფლის მეურნეობაში. მისივე თქმით, მთავარია, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ თურქ ინვესტორებს იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა პრეფერენსიები არსებობს ბიზნესისთვის.