საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) დღეს, საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, კომისიის მიერ ტარიფები 3-წლიან რეგულირების პერიოდზე დადგინდება. ამავე სხდომაზე დადგინდება „ჟინვალჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისთვის. გარდა ამისა, განისაზღვრება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობები.
საჯარო სხდომა დღეს, 11:00 საათზე დაიწყება. სხდომა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ პირს შეუძლია.