ბათუმის ენერგომომარაგების სტაბილურობისთვის ღონისძიებები ტარდება

ბათუმის ენერგომომარაგების სტაბილურობისთვის პრევენციული ღონისძიებები ტარდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე ბათუმის ენერგომომარაგების უფრო საიმედოობისა და სტაბილურობისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ამჟამად, კომპანია აწარმოებს 110 კვ მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი "ერგე 1"-ის რეაბილიტაციას. აღნიშნული ხაზი წარმოადგენს ქ. ბათუმის კვების ძირითად ხაზს და ელექტროენერგიას აწვდის ქალაქის 50%-ს. კერძოდ, ის ემსახურება 32 000-ზე მეტი აბონენტის ენერგომომარაგებას ბათუმის ცენტრში - ჭავჭავაძის, ერას, ბათუმის პორტის და პიაცას მიმდებარე ქუჩებზე. აღნიშნულ ხაზზე სამუშაოები დასრულდება მაისის ბოლოს.