წელს „ეფლმა“ iPhone-ის სამი ახალი მოდელი გამოუშვა და თქვენი ინტერესების გათვალისწინებით, სამივე კარგი არჩევანია.
თუ ამ სეზონზე რომელიმე მათგანი შეიძინეთ, მისთვის აქსესუარის შერჩევა არ გაგიჭირდებათ. ქვემოთ 6 ყველაზე უფრო გამოსადეგ აქსესუარს გთავაზობთ:
კიდევ უფრო გრძელი კაბელი მოწყობილობის დასატენად - დამატებითი დამტენის ქონა არასდროს არის ზედმეტი. Anker-ის კაბელები მაღალი ხარისხისაა, 18 თვიანი გარანტია აქვთ და „ეფლის“ მოწყობილობის შეფუთვებში არსებულ კაბელებზე ორჯერ გრძელია. Amazon-ზე Anker PowerLine II Lightning Cable შეძენა 12.99$-ად არის შესაძლებელი.
ტელეფონის ბუდე
- ტელეფონის ბუდის ძალიან ბევრი მოდელი არსებობს, მაგრამ UAG-ს ბუდე იმით არის უკეთესი, რომ თითქმის მთლიანი ზედაპირის დაცვას უზრუნველყოფს წონაში ზედმეტი ზრდის გარეშე.iPhone 7/8-ისთვის UAG Plasma Case Amazon-ზე 29.95$ ღირს
iPhone 7/8 Plus-ისთვის UAG Plasma Case Amazon-ზე 29.93$ ღირს
iPhone X-ისთვის UAG Pathfinder Case Amazon-ზე 29.95$ ღირს
ტელეფონის მაგნიტური სამაგრი
- საჭესთან ყოფნისას არავის უნდა გაეფანტოს ყურადღება ტელეფონის გამო, ამიტომაც უნდა გქონდეთ ტელეფონის მაგნიტური სამაგრი მანქანისთვის. ეს არის პატარა, იაფი აქსესუარი, რომელიც ალბათ ერთადერთი აქსესუარია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია თქვენი სიცოცხლის გადარჩენა. AUKEY Car Phone Mount Amazon-ზე 7.99 $ ღირს.ტელეფონის უსადენო დამტენი - iPhones-ის სამივე მოდელი აღჭურვილია უსადენოდ დატენვის ფუნქციით, რაც ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული უსადენო დამტენები მათ შეესაბამება. RAVPower's Fast Wireless Charger-ს ტელეფონის დატენვა ყველაზე სწრაფად შეუძლია, Amazon-ზე მისი ფასი 49.99$-ია.
ელემენტის დამტენი - დამჯდარი ტელეფონის გამო ნერვიულობა არავისთვის არის სასიამოვნო. Anker-ის დამტენები საკმარისად პატარაა და თავისულფად თავსდება ჯიბესა და საფულეში და მიუხედავად ამისა, ტელეფონის სრულად დატენვა ერთ ღამეში შეუძლია. Amazon-ზე მისი ფასი 25.99$-ია.
ტელეფონის აპარატზე დასამაგრებელი ლინზები - ბოლო წლების განმავლობაში სმარტფონების კამერები ძალიან განვითარდა, თუმცა AUKEY-ს დასამაგრებელი ლინზებით ისეთი ხარისხის სურათებს გადაიღებთ, რომელსაც ჩვეულებრივი კამერით ვერ შეძლებთ.