ენერგოომბუდსმენი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებს შეხვდა

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებს შეხვდა.

სემეკ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

შეხვედრაზე განიხილეს არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; ყურადღება გამახვილდა სემეკ-ის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით" დადგენილ ნორმებზე და ამ წესის განმარტების არაერთგვაროვან მიდგომაზე, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფებზე.

ამავდროულად, ენერგოომბუდსმენმა კომპანიის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

მომხმარებელთა უფლებების სრულყოფილი დაცვის უზრუნველყოფის, უფლებადარღვევის ფაქტების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით, სემეკ-თან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური გეგმავს, ასევე სხვა კომპანიის წარმომადგენელებთან შეხვედრასა და პრობლემების სიღრმისეულ შესწავლას.