გოგი წულაია - მოლოდინი გვაქვს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფები გაიზრდება

ხელისუფლების მიდგომა ადამიანების მიმართ ვიცით და მოლოდინი გვაქვს, რომ ტარიფები გაიზრდება ელექტროენერგიაზე , - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ სემეკ-ში განაცხადა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სს „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფზე მსჯელობენ. გოგი წულაიას თქმით, ის აღნიშნულ სხდომას ესწრება, რათა ტარიფის მომატების შემთხვევაში შედეგები გააპროტესტოს.

„ქუთაისში 22 000 აბონენტს დენი ეჭრება, შედეგად ყველაზე მეცირე 22 000 ბავშვი უდენოდ, კომპიუტერისა და ტელევიზორის გარეშე იზრდება. თუ ტარიფი გაიზრდება, წარმოვიდგინოთ, რომ ეს რიცხვი მხოლოდ ქუთაისში გაორმაგდება. ხელისუფლების მიდგომა ადამიანების მიმართ ვიცით და მოლოდინი გვაქვს, რომ ტარიფები გაიზრდება ელექტროენერგიაზე. ხელისუფლებამ კეთილების გინებას თავი დაანებოს და ადამიანებს მიხედოს, ჯობია“, - განაცხადა გოგი წულაიამ.