ივანიშვილის ქონება 350 მილიონი დოლარით გაიზარდა

„ბლუმბერგმა“ 2017 წლის მონაცემების მიხედვით მილიარდერების სია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 307-ე ადგილზეა.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა“. - იუწყება გამოცემა.

2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, მისი ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, 2013 წლის 20 აგვისტოს მონაცემებით, მისი ქონება 6.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ბიძინა ივანიშვილის ქონება 350 მილიონი დოლარით გაიზარდა.