საქართველოში პირველად ევროპული საბანკო ანგარიშზე თანხის მიღებაა შესაძლებელი

კომპანია „უნიფეი“  მომხმარებლებს თანხის მიღების ახალ, კომფორტულ მეთოდს სთავაზობს. კერძოდ, საქართველოში პირველად მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ თანხა პირადი ევროპული ანგარიში (SEPA), რომელზეც ევროპის 34 ქვეყნიდან თანხას ერთ სამუშაო დღეში, სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ.

კომპანიის ცნობით, ანგარიშის გახსნა საიტზე მარტივი რეგისტრაციით არის შესაძლებელი და ბანკში მისვლა და რიგში დგომა საჭირო არ არის. თანხის მიღება და განკარგვა კი უნიფეის ელექტრონული საფულიდან 24 საათის განმავლობაში ყოველდღიურად არის შესაძლებელი.

„ევროპის ქვეყნებიდან ნებისმიერ დროსა და ადგილას შესაძლებელია ინტერნეტ ბანკით ნებისმიერი თანხის ევროს ვალუტაში „უნიფეის" SEPA-ს ანგარიშზე გადმორიცხვა. ტრანზაქციის ღირებულება თანხის 0.5% -ს (მინიმუმ 4.90 ევრო) შეადგენს. მიმღებს შეუძლია თანხა მიმდინარე ან საბარათე ანგარიშზე გადარიცხოს ან „უნიფეის“ ფილიალებიდან გამოიტანოს. ამ შემთხვევაში საკომისიო 0%-ია.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გახსნა და შენარჩუნება სრულიად უფასოა,“-აცხადებენ კომპანიაში.

SEPA-ზე ფულადი გადარიცხვების მხარდაჭერას UniPAY უზრუნველყოფს. “უნიფეის” პრიორიტეტია მომხმარებელმა ანგარიშსწორების უსაფრთხო სისტემა გამოიყენოს. ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია (საბანკო ანგარიში, პლასტიკური ბარათების მონაცემები, პაროლი და ა.შ.) სისტემაში კონფიდენციალურია და არასანქცირებული წვდომის, გამოყენების ან გამჟღავნებისაგან დაცულია.