სემეკი დღეს წყალმომარაგების ტარიფებს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) დღეს, საჯარო სხდომაზე წყალმომარაგების ტარიფების საკითხზე იმსჯელებს.

როგორც სემეკიდან იუწყებიან, დღევანდელ სხდომაზე 2018-2020 წლებისთვის წყალმომარაგების ტარიფები დაუდგინდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალს“ და შპს „მცხეთის წყალს“.

სემეკში საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.