დუბაიში გამოჩნდება ტაქსი, რომელსაც მძღოლი არ ჰყავს

დუბაიში უახლოეს 2 წელიწადში გამოჩნდება ე.წ. ავტომატური ტაქსი, რომელსაც მძღოლი არ ეყოლება.

მომავლის ტრანსპორტის შესახებ ინფორმაციას Gulf News ავრცელებს.

PRT-ის სისტემის თანახმად, მაღალტექნოლოგიური ტრანსპორტი ავტომატურად, მძღოლის გარეშე გადაიყვანს მგზავრებს ტაქსის რეჟიმში. ამისთვის მანქანა სპეციალურად გამოყოფილ გზას გამოიყენებს. მსგავსი სისტემის შემუშავება ჯერ კიდევ 1953 წელს დაიწყეს, მაგრამ მისი დანერგვა მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაიდო.

ამჟამად, მსოფლიოში ტრანსპორტის ეს სახეობა მხოლოდ ლონდონის ჰითროუს აეროპორტში გამოიყენება და ის მგზავრთათვის 2010 წლიდან ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ტესტურ რეჟიმში მსგავსი მანქანა აბუ-დაბიშიც ფუნქციონირებს.