პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებების გამო 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს, 44 ჰოსპიტალიზებულიდან 21 ბავშვია.
„გუშინ დილის მონაცემებით, 40 ჰოსპიტალიზებული იყო, რომელთაგან 18 ბავშვია. წუხელ დაემატა 4 ადამიანი, აქედან - 3 ბავშვი“, - აღნიშნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულებს ტრავმები და დამწვრობები ძირითადად ხელებისა და სახის არეში აქვთ მიღებული. ეს მონაცემები მხოლოდ თბილისის ფარგლებშია დაფიქსირებული.