აბდულა გიული თურქ ბიზნესმენებს საქართველოს კერძო სექტორთან საქმიანი ურთიერთობებისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა თურქ ბიზნესმენებს საქართველოს კერძო სექტორთან საქმიანი ურთიერთობებისკენ მოუწოდა.

შესაბამისი განცხადება აბდულა გიულიმ საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"მე სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებ ბიზნესფორუმებს. ჩვენ გვაქვს ურთიერთობები, რასაც თავისი ნაყოფი მოაქვს ეკონომიკურ სფეროში და ეს არ შემოიფარგლება სახელმწიფო საწარმოების ურთიერთობით. ძალზედ მნიშვნელოვანია კერძო სექტორი, რადგან ის უფრო კონკურენტულ სფეროში მოქმედებს, უფრო ეფექტურად. ამიტომ მოვუწოდებ თურქეთის კერძო სექტორს და ვთხოვ, რომ საქართველოში შემოვიდეს, საქართველოს საქმიან წრეებთან იმუშაოს - კარი ღიაა და გისურვებთ წარმატებას", - მიმართა აბდულა გიულიმ ფორუმში მონაწილე თურქეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, თურქეთი მიესალმება ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას და ასოცირების შესახებ ივნისში დაგეგმილი შეთანხმების ხელმოწერას.