პრეზიდენტი ტრამპი, ქარიშხალი „ჰარვი“, „მარია“ და „ირმა“, მოძრაობა #MeToo - ეს 2017 წელს მომხდარი იმ მოვლენების ჩამონათვალია, რომლებმაც სწრაფად მიიპყრეს ყურადღება, მათ ფონზე კი ისეთი ამბები დაიჩრდილა, რომელიც სხვა შემთხვევაში დიდ ყურადღებას მიიპყრობდა და დიდი გამოხმაურებაც ექნებოდა. „ბიზნესინსაიდერი“ აქვეყნებს გასული წლის იმ ამბების ჩამონათვალს, რომლებიც სხვა ამბების ფონზე დაიჩრდილა:
პენტაგონის 22 მილიონ დოლარად ღირებული პროგრამა, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობას იძიებდა.
2007 წლიდან 2012 წლამდე პენტაგონი იძიებდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობის შესაძლებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად წარმოადგენდა ეს საფრთხეს აშშ-ს არმიისთვის. გამოძიების დაწყება სენატორ ჰარი რეიდის (ნევადა) სახელს უკავშირდება. გამოძების მსვლელობისას ინტერვიუ აიღეს ყველა იმ პილოტისა და სამხედრო ოფიცრისგან, ვინც შეხვედრილა ამოუცნობ ობიექტებს წლების განმავლობაში. გამოძიებას უძღვებოდა გამომძიებელი ლუი ელიზონდო. მან ნიუ იორკ თაიმსს განუცხადა, რომ 2017 წლის ოქტომბერში გადადგა, რადგან თავდაცვის დეპარტამენტმა მისი მიგნებები სერიოზულად არ აღიქვა. არსებითად, აშშ-ს არმია უცხოპლანეტელების არსებობას სწავლობდა და 2017 წელს უარი თქვა ამაზე!
1 მილიონი ადამიანი ქოლერათი დაავადდა
2016 წელს იემენში ქოლერამ იფეთქა და მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო დაავადება სწრაფად გავრცელდა. 2017 წლის დეკემბერში წითელმა ჯვარმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანი დაავადდა ქოლერათი. ეს ასტრონომიული ციფრია იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ქოლერას განკურნება და მისი პრევენცია. თუმცა, სამოქალაქო ომმა ამ დაავადების გავრცელებისთვის საუკეთესო პირობები შექმნა.ქარიშხალ „მარიას“ დიდი მსხვერპლი
ოუერტო რიკოში 2017 წელს ქარიშხალ „მარიას“ ოფიციალურად 64 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ქარიშხლის შემდეგ კიდევ 1,052 ადამიანი გარდაიცვალა. ეს რიცხვი ოფიციალურ მონაცემებში არ შესულა, რადგან ცხედრებისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. მთავრობამ ოჯახებს უფლება მისცა გვამები დაეწვათ, რათა დასაფლავების ხარჯები აეცილებინათ თავიდან. ქარიშხალი „მარია“ სიძლიერით მეოთხე კატეგორიას ეკუთვნოდა. კუნძულის თითქმის ნახევარი დღესაც, კატასტროფიდან სამი თვის შემდეგ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.სამხედრო დანაშაულში ბრალდებულმა გენერალმა სასამართლოში თავი მოიკლა
სლობოდან პრალიაკი ბოსნიელი ხორვატების მეთაური იყო და 1990-იან წლებში იუგოსლავიის ომში იბრძოდა. 2013 წელს მას სამხედრო დანაშაულში დასდეს ბრალი და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2017 წელს სააპელაციო პროცესზე ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოზე ეს განაჩენი თავიდან დაუმტკიცეს. „სლობოდან პრალიაკი არ არის სამხედრო დამნაშავე! მე არ ვიღებ თქვენს განაჩენს!“ - დაიყვირა ოთახში პრალიაკმა, რის შემდეგაც ციანიდის საწამლავი დალია. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.ტრამპის „ინტერესთა კონფლიქტი“
ამბავი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას ყურადღების ცენტრში იყო, 2017 წელს სიახლეების გროვაში დაიკარგა. ვაშინგტონში, Trump Organization კუთვნილებაში არსებული Trump International Hotel, რომელიც ფედერალურ შენობაზე დგას, ჯერ კიდევ ქირავდება და ჩინეთში მისი ბრენდის სამარკო ნიშნის აღიარებას ჯერ კიდევ ელოდება. მიუხედავად ადვოკატებისა და სხვების პროტესტისა, ტრამპის „ინტერესთა კონფლიქტი“ ბოლომდე ჯერ არ გადაჭრილა. ზოგის აზრით, ის ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას, თუმცა 2017 წლის იანვარში განაცხადა, რომ მართვის სადავეებს შვილებს გადასცემდა. ტრამპის ფინანსური ინტერესები იკვეთება მიმდინარე საგამოძიებო პროცესშიც, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისას ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის კავშირებს სწავლობს.ობამამ ჰეზბოლას დაჯგუფების კონტროლზე ხელი აიღო, რათა ირანთან ბირთვული შეთანხმებისთვის მიეღწია
ჟურნალ „პოლიტიკოს“ მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, თუ როგორ შეეშვა ობამას ადმინისტრაცია ირანის მომხრე ჰეზბოლას დაჯგუფებასთან და მათ მიერ ლათინური ამერიკის ქვეყნების ნარკოტიკებით მომარაგებასთან ბრძოლას, რათა ირანთან შეთანხმებისთვის მიეღწია. „პროექტი კასანდრა“, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, ლიბანელ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლას ისახავდა მიზნად, მათ შორის ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის აღკვეთას. ობამას ადმინისტრაციამ უარი თქვა პროექტზე, რათა ჰეზბოლას დაჯგუფებას არ დაპირისპირებოდა, რაც ირანთან დაპირისპირებაც იქნებოდა. თუმცა, როგორც ობამას ადმინისტრაცია აცხადებდა, მათ ჰეზბოლას დაჯგუფების რამდენიმე წევრი დააკავეს.Hobby Lobby ახლო აღმოსავლეთში ნაპოვნი არტეფაქტებით არალეგალურად ვაჭრობდა
გასული წლის ზაფხულში Hobby Lobby ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან მილიონობით აშშ დოლარად შეფასებული არტეფაქტები ერაყის ტერიტორიიდან 2010 წლიდან გაჰქონდათ და ვაშინგტონში, კომპანიის მილიარდერი მფლობელების მიერ დაარსებულ „ბიბლიის მუზეუმში“ (Bible Museum) გამოსაფენად ჩაჰქონდათ. 2017 წლის ივლისში კომპანია დათანხმდა კონტრაბანდის გზით მოპოვებული ნივთები ჩაებარებინა და 3 მლნ დოლარი ჯარიმა გადაეხადა. არსებობდა ეჭვი, რომ ეს კომპანია ISIS-საც აფინანსებდა არტეფაქტების მოპოვების სანაცვლოდ, თუმცა ეს ვარაუდი არ გამართლდა.ტერორისტული აქტი ეგვიპტეში, რომელსაც 300 ადამიანი ემსხვერპლა
2017 წლის 24 ნოემბერს ეგვიპტეში, სინაის ჩრდილოეთში ისლამისტებმა მეჩეთში ბომბი ააფეთქეს, შემდეგ კი გაქცეულებს ცეცხლი გაუხსნეს. ტერაქტის შედეგაგ 305 ადამიანი დაიღუპა, რითაც ეს მოვლენა ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ტერორისტული აქტი გახდა. აქტი ჯიჰადისტების განხორციელებული უნდა იყოს, რომელთაგან ბევრს ISIS-თანაც ჰქონდა კავშირი. მიუხედავად დაღუპულთა რაოდენობისა, დასავლური მედიიდან ეს ინფორმაცია მალე გაქრა.წყალდიდობას 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ბანგლადეშის ტერიტორიის მესამედი კი წყალქვეშ დარჩა
მაშინ როცა ამერიკელების ყურადღება მიპყრობილი იყო ქარიშხალ „ჰარვის“ მიერ ჰიუსტონის დატბორვაზე, 2017 წელს წყალდიდობების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა სამხრეთ აზიაშიც. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბერში ინდოეთში, ბანგლადეშსა და ნეპალში ტროპიკული წვიმების გამო 1200 ადამიანი დაიღუპა, მილიონობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. სექტემბრის დასაწყისში ბანგლადეშის ტერიტორიის მესამედი ჯერ კიდევ წყალქვეშ იყო, რაც ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.მინი სამოქალაქო ომი ერაყელ ქურთებსა და ერაყის მთავრობას შორის
2017 წლის სექტემბერში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, სადაც ქურთების უმეტესობამ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, ერაყის მთავრობასთან მცირე მასშტაბის ომი დაიწყო, რაც იმით დამთავრდა, რომ ერაყის მთავრობამ ნავთობით მდიდარ ქალაქ კირკუკზე კონტროლი დაიბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ ომი დიდხანს არ გაგრძელებულა, ქალაქი 100 000-მა მცხოვრებმა დატოვა და იყო მსხვერპლიც. მართალია ომს ისეთი შედეგები არ მოუტანია, როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, მაგრამ ერაყის გაერთიანების პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რასაც შედეგად ISIS-ის დამარცხება მოჰყვა. ეს ამბავიც მალე გაქრა მედიის ყურადღებიდან.ომი უკრაინაში ჯერ კიდევ გრძელდება და მალე დამთავრების პერსპექტივა არ ჩანს
ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელსაც დონბასის ომსაც უწოდებენ, 2014 წლის შემდეგ მიმდინარეობს. მართალია ეს ამბავი აშშ-ს ახალი ამბების სათავეში იშვიათად ჩნდება, თუმცა მისი დასასრული ჯერ კიდევ შორსაა. დღეს ომის ფრონტის ხაზი მოწინააღმდეგეებს შორის დაბომბვებით მიმდინარეობს, რასაც თან ახლავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ყოველდღიური შიში. 2017 წელს მომხდარი სხვა სიახლეების ფონზე, უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებსა და მთავრობას შორის ომი ადვილად მიიჩქმალა.