230 ტონა მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს - მოდ პესტიციდებს საქართველოდან გაიტანენ

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში ტრანსპორტირების შემდეგ, საშიში ნივთიერებები გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით განადგურდება.

ინიციატივა განხორციელდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მსოფლიო გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით.

დღეს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნილს სკოტი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იაღლუჯას საყრელს ეწვევიან და კონტეინერებში დაფასოებულ დამაბინძურებლებს დაათვალიერებენ. ასევე გაეცნობიან მათი ტრანსპორტირებისათვის მზადების მიმდინარეობას.