უკრაინამ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალს დაამატა, რომელთა რეზიდენტებთან გაფორმებული ოპერაციები კონტროლს დაექვემდებარება

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გაზარდა იმ ქვეყნების სია, რომელთა რეზიდენტებთან გაფორმებული ოპერაციები კონტროლს დაექვემდებარება.

85-ქვეყნიან სიას საქართველო, ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, სინგაპური, არაბთა გაერთიანებული საემიროები, მაროკო, მონაკო, მალტა, კუბა, ირანი, ლაოსი, ლიბანი, მავრიკი, გვადელუპა, გვატემალა, საფრანგეთის გვიანა, დომინიკის თანამეგობრობა და დომინიკელთა რესპუბლიკა დაემატა.

აღნიშნულ სიაში ქვეყნების შესაყვანად უკრაინის ფინანსთა სამინისტრო რამდენიმე კრიტერიუმს აფასებს. სიაში ხვდებიან ქვეყნები, სადაც საშემოსავლო გადასახადი 5%-ს აღემატება, მაგრამ არ აღემატება უკრაინულს (13%); ქვეყნები, რომლებთანაც ინფორმაციის გაცვლის შეთანხმებები არაა გაფორმებული; ქვეყნები, რომლებიც დროულად არ გასცემენ სრულ საგადასახადო და ფინანსურ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ასეთი ქვეყნების რეზიდენტ-კომპანიებთან ოპერაციების კონტროლის საშუალებით გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შემთხვევების გამოვლენა შეიძლება.