ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ 2017 წლის განმავლობაში გამომუშავებულმა და ქსელში მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 87 800 000 კვტ.სთ შეადგინა.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სადგურზე დამონტაჟებულია 6 ცალი 3,45 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის ტურბინა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს მთავრობა ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავს.