საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა

2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მილიარდ 563 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5 % შეადგინა.

იანვარ-ნოემბერში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იყო თურქეთი, რომლის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან 1 მილიარდ 412 მილიონი დოლარი შეადგინა; მას მოსდევს რუსეთი - 1 მილიარდ 54 მილიონი დოლარით; მესამე ადგილზე კი ჩინეთია, რომლის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან 834 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს, შესაბამისად, აზერბაიჯანი და უკრაინა იკავებენ.

იხილეთ ვიდეო: PALITRANEWS-ზე