ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შ.პ.ს. საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 100%-იანი წილი გაიყიდა. კლუბის გასაყიდად აუქციონი ზუგდიდის მერიამ 2017 წლის 28 დეკემბერს გამოაცხადა.
აუქციონი 2018 წლის 5 იანვარს დასრულდა. როგორც პირობებშია აღნიშნული, კლუბის საწყისი ფასი 60 ათასი ლარი იყო, საბოლოოდ კი კლუბი 61 ათას ლარად გაიყიდა.
კლუბის მფლობელი მისი დირექტორი ზაზა ჯანაშია გახდა