სპეციალისტებმა ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინეს

2017 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგს ავსტრალიური კომპანია Qantas-ი უდგას სათავეში. რეიტინგი, რომელიც AirlineRatings.com-მა წარმოადგინა, რამდენიმე კომპონენტს შეიცავს, მათ შორის თვითმფრინავების ექსპლუატაციის ვადებს, ავიაინციდენტების რაოდენობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ინოვაციებს, ხელისუფლების მიერ წარმოებულ შემოწმებების სიხშირეს უსაფრთხოებაზე და სხვა კრიტერიუმებს.

როგორც გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, კომპანია Qantas-ს არსებობის 60 წლის მანძილზე არ ჰქონია არცერთი ლეტალური შემთხვევა და ის ნამდვილად იმსახურებს 2017 წლის რეიტინგში საპატიო პირველ ადგილს.

რეიტინგის ავტორმა კომპანიამ 409 ავიაკომპანიის მონაცემი შეისწავლა და აქედან მხოლოდ საუკეთესო ოცეული დაასახელა, რომელიც ანბანის მიხედვით ასე გამოიყურება: Air New Zealand, Alaska Airlines, All Nippon Airways, British Airways, Cathay Pacific Airways, Emirates, Etihad Airways, EVA Air, Finnair, Hawaiian Airlines, Japan Airlines, KLM, Lufthansa, Qantas, Royal Jordanian Airlines, Scandinavian Airline System, Singapore Airlines, Swiss, Virgin Atlantic და Virgin Australia.

კომპანიამ ასევე წარმოადგინა ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ათეული, რომელშიც მოხვდნენ: Aer Lingus, Flybe, Frontier, HK Express, Jetblue, Jetstar Australia, Thomas Cook, Virgin America, Vueling, Westjet.

კოკა კვირკველია