კომპანია Toyota Motor Corp-ის ყოფილი პრეზიდენტი, ტაცურო ტოიოდა 88 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა.
მის სახელთან არის დაკავშირებული კომპანიის გლობალურ ბაზარზე ლიდერად ჩამოყალიბება 1990-იანი წლების დასაწყისიდან. ცნობილი იაპონური ბრენდის დამაარსებლის, კიიჩირო ტოიოდას შვილმა, კომპანიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1980-იანების მიწურულსა და 1990-იანების დასაწყისში. მან მოახდინა იაპონური ბრენდის გლობალური ექსპანსია მსოფლიო ბაზარზე. ის გახლდათ ასევე აშშ-ში, კალიფორნიაში დაფუძნებული ქარხნის New United Motor Manufacturing Inc-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც მაშინ საერთო საწარმო იყო ამერიკულ General Motors-თან ერთად. სწორედ ამ დროს „ტოიოდამ“ წარმოაჩინა საკუთარი სახელი, როგორც მაღალი ეფექტიანობის მქონე კომპანიამ იაპონიიდან. NUMMI -იმ (New United Motor Manufacturing Inc) გზა გაუკვალა Toyota-ს შემდგომ ინვესტიციებს აშშ-ში, სადაც დღეისათვის იაპონურ ავტოგიგანტს 10 ქარხანა აქვს.
ტაცურო ტოიტამ კომპანიის პრეზიდენტის პოსტი 1995 წელს დატოვა.
კოკა კვირკველია