"ტექნო ბუმი" საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე ლიდერობას გეგმავს

"ტექნო ბუმის" გაყიდვები აპრილში შარშანდელთან შედარებით 232%-ით გაიზარდა. ზრდის ასეთ შედეგებს კომპანიაში გრანდიოზული გათამაშებით ხსნიან.

"ტექნო ბუმი" 2014 წლის ბოლომდე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე ლიდერობის მოპოვებას გეგმავდა, თუმცა აპრილის წარმატებების შემდეგ, კომპანიაში ფიქრობენ, რომ მიზნის მიღწევას უკვე მაისისთვის შეძლებენ.

მენეჯემენტი წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებად გათამაშების შედეგების გარდა, სწორად დაგეგმილ სტრატეგიას, საზოგადოების მხარდაჭერასა და ქვეყანაში შექმნილ თავისუფალ ბიზნეს გარემოს ასახელებს.

"ტექნო ბუმის" გაყიდვების მაჩვენებელი 2014 წლის იანვარ-მარტში 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 120%-ის ნაცვლად 173%-ით გაიზარდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2012 წელს "ტექნო ბუმი" აუდიო-ვიდეო, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების ბაზარზე მეხუთე ადგილს იკავებდა, 2013 წელს კი მესამეზე გადაინაცვლა.

"ტექნო ბუმი" 2010 წელს "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილმა მმართველებმა დააარსეს. დღეისათვის საქართველოში "ტექნო ბუმის" 13 მაღაზია ფუნქციონირებს.