Societe Generale რუბლის გამო მოგებას კარგავს

პირველ კვარტალში ფრანგული ბანკის Societe Generale-ის მოგება 13%-ით შემცირდა.

ეს განპირობებულია ბანკის რუსული განყოფილების მიმართ Goodwill-ის (საქმიანი რეპუტაციის საზომი) ჩამოშორებით.

ბანკში მოგების შემცირებას რუბლის კურსის ვარდნით და რუსეთის საგარეო ფაქტორების გაურკვევლობით ხსნიან. ამაში იგულისხმება უკრაინის კრიზისის გავლენა რუსეთის ეკონომიკაზეც.

ბანკის მოგებამ 315 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ მონაკვეთში ეს თანხა 364 მილიონი ევრო იყო.

ფრანგული ბანკი, ”როსბანკის” აქციების თითქმის 100%-ს ფლობს.