„საქართველოს ბანკი“ EBRD-ის მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ნაწილს აითვისებს

„საქართველოს ბანკი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ნაწილს აითვისებს, - ამის შესახებ „საქართველოლს ბანკი“ იუწყება.

როგორც „საქართველოში ბანკში“ განმარტავენ, ხსენებული დაფინანსების მიღებაზე ხელშეკრულება ბანკსა და EBRD-ს შორის 2016 წლის მაისში გაფორმდა, საერთო მოცულობით 242 მლნ ლარი, საიდანაც მეორე ტრანშმა 135 მლნ ლარი შეადგინა.

ბანკის ინფორმაციით, პირველი ტრანშის მსგავსად, დაფინანსების მეორე ნაწილიც მოემსახურება ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, მათ შორის, ქალთა მფლობელობაში არსებული ბიზნესების დაკრედიტებას და მათ შესაბამისობას DCFTA-ს მოთხოვნებთან, რასაც საგრანტო დაფინანსებით, ასევე, მხარს უჭერს შვედეთი და ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში.