„ბიას“ აქცია „ბიზნეს კატალოგის“ ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით

„ბიზნეს კატალოგი“ (www.bcat.ge), სს „ბიას“ ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების ყველაზე დიდი და მუდმივად განახლებადი ონლაინ მონაცემთა ბაზაა, რომელიც ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებს არაერთ სიახლეს სთავაზობს. ყველა კომპანიას, რომელთა წარმომადგენელიც დარეგისტრირდება ვებ გვერდზე www.bcat.ge და დაამატებს/განაახლებს ინფორმაციას საკუთარი კომპანიის შესახებ, ლოგოსა და კომპანიის საქმიანობის აღწერის ტექსტის 6 თვით უფასოდ განთავსების საშუალება მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ მოცემული მომენტისთვის, „ბიზნეს კატალოგი“ 13,000-ზე მეტ ფუნქციონირებად (სულ ლიკვიდირებული და შეჩერებული კომპანიების ჩათვლით – 17,000-მდე პროფილი) კომპანიაზე ფლობს ისეთ ბიზნეს ინფორმაციას, როგორიცაა აქციონერები და მენეჯმენტი, დაკავშირებული კომპანიები, კომპანიის ზომა, თანაშრომლების რ-ბა, იმპორტი-ექსპორტი, უცხოელი პარტნიორები და მომწოდებლები, უძრავი ქონება, მომსახურე კომპანიები საბანკო, სადაზღვევო, ტელეკომუნიკაციისა და ნავთობის დარგში და ა.შ. კომპანიის იურიდიული რეკვიზიტები, ზოგადი საკონტაქტო ინფორმაცია და PRexchange.ge-ზე განთავსებული სიახლეები ხელმისაწვდომია Bcat.ge-ს ნებისმიერი ვიზიტორისთვის, განსხვავებით სხვა კომერციული ინფორმაციისა.

„ბიზნეს კატალოგის“ ავტორიზებული და არაავტორიზებული მომხმარებლების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. Bcat.ge-ს ვიზიტორები ძირითადად დასაქმებული, სანდო ინფორმაციის მაძიებლები არიან, მათი რიცხვი 15 000-ს აჭარბებს. პროდუქტის კორპორატიულ კლიენტთა შორის არიან წამყვანი ბანკები, საკომუნიკაციო, სადაზღვეო და ნავთობ კომპანიები. „ბიზნეს კატალოგის“ მონაცემებით, ასევე სარგებლობენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.

ბოლო ათი წელია, „ბია“ წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბიზნეს ინფორმაციის მწარმოებელ კომპანიებთან. „ბია“ წარმოადგენს ერთადერთ ქართულ კომპანიას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, დაინტერესებულ პირებს საზღვარგარეთ აწვდის მოთხოვნილი კომპანიის პროფილებს (Company Report) და ხელს უწყობს კომერციული ურთიერთობების დამყარებას. საერთაშორისო დაკვეთების მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაციაზე მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა. „ბია“ ურჩევს ადგილობრივ კომპანიებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ბიზნეს კატალოგის შესაძლებლობები, განათავსონ ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ უფასოდ და გაიმარტივონ ეფექტური სავაჭრო ურთიერთობების დამყარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.