Henley Passport Index-ის 2018 წლის რეიტინგის მიხედვით, გერმანიის პასპორტი ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ძლიერ პასპორტად დასახელდა.
გერმანია უკვე მეხუთე წელია ლიდერობს რეიტინგში, რომელიც იმის მიხედვით ყალიბდება, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა.
გერმანიის მოქალაქეებს ამჟამად უვიზოდ 177 ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 1 ქვეყნით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წყალობით რეიტინგში ყველაზე დიდი წინსვლა უკრაინამ (59-დან 44-ე ადგილზე) და საქართველომ (67-დან 53-ე ადგილზე) დააფიქსირეს. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 99 ქვეყანაში შეუძლიათ.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს 15 ყველაზე ძლიერ პასპორტს და მათი მფლობელებისთვის უვიზოდ ხელმისაწვდომი ქვეყნების რიცხვს:
1. გერმანია 177
2. სინგაპური 176
3. დანია, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ნორვეგია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი 175
4. ავსტრია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვეიცარია 174
5. ირლანდია, სამხრეთ კორეა, პორტუგალია, აშშ 173
6. კანადა 172
7. ავსტრალია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია 171
8. ჩეხეთი, ისლანდია 170
9. მალტა 169
10. უნგრეთი 168
11. ლიხტენშტეინი, სლოვაკეთი, სლოვენია 167
12. ლატვია, ლიტვა, მალაიზია 166
13. ესტონეთი 165
14. პოლონეთი 163
15. მონაკო 162