უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან პირველი ტრანში მიიღო

კრედიტის მოცულობა 3 მილიარდ დოლარზე მეტია.

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან პირველი ტრანში მიიღო, ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური ბანკის პრეს-სამსახურში განაცხადეს.

"ამან დაადასტურა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა უკრაინასთან თანამშრომლობაში,"- აცხადებენ უკრაინის ნაციონალური ბანკის პრეს-სამსახურში.

1 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა საბჭომ უკრაინისთვის 2 წლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ქვეყნისთვის 17.01 მილიარდი დოლარით დახმარებას გულისხმობს.

გარდა ამისა, უკრაინა გეგმავს, რომ მაისში საერთაშორისო კრედიტორებისგან კიდევ 2 მილიარდი დოლარი მიიღოს. მიღებული თანხის ნაწილით, სავარაუდოდ, რუსული ”გაზპრომისადმი” დაგროვილ დავალიანებას დაფარავს.