მამუკა ბახტაძე - 2017 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებითაა შესრულებული

2017 წლის ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს წინასწარი მონაცემები.

„ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბებითაა შესრულებული 120 მილიონი ლარით. ჩვენ 18-20 იანვარს გვექნება უკვე დეტალური ინფორმაცია, რომელსაც პარლამენტსაც წარვუდგენთ და ამაზე ბრიფინგიც გაიმართება, სადაც ბიუჯეტის თითოეულ პარამეტრზე ძალიან დაწვრილებით ვისაუბრებთ. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით 120 მილიონი ლარით, ასევე ძალიან კარგი ციფრები გვაქვს ათვისების ნაწილშიც და თითოეულ ამ პარამეტრზე ჩვენ 18-20 იანვარს ძალიან დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ბახტაძემ.