საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ საქმიანობას ახალი სახელით გააგრძელებს

საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ საქმიანობას ახალი სახელით - „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital) განაგრძობს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კომპანიის ახალი სახელი, „საქართველოს კაპიტალი“ უკეთ ასახავს კომპანიის ფოკუსს, რომელიც გულისხმობს მათი შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვასა და ქართულ კომპანიებში ინვესტირებას.

ამასთან, კომპანიის ცნობით, მას შემდეგ, რაც 2018 წლის პირველ ნახევარში საბოლოოდ დასრულდება საინვესტიციო და საბანკო მიმართულების გამიჯვნა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი იქნება ორი დამოუკიდებელი კომპანია: Georgia Capital PLC და Bank of Georgia Group PLC.