"ტექნო ბუმი" ქსელს აფართოებს

საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია "ტექნო ბუმი" ქსელს აფართოებს და კიდევ ერთ ცენტრს ჭიათურაში 8 მაისს ხსნის.

კომპანიის ინფორმაციით, ცენტრის გახსნის შემდეგ, ჭიათურის მოსახლეობაც შეძლებს ჩაერთოს "ტექნო ბუმის" საყოველთაო სოციალურ პროექტებში, ტექნიკის შეძენისას ისარგებლოს 0%-იანი 24 თვიანი განვადებით წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე.

გარდა ამისა, ჭიათურის მოსახლეობას ეძლევა საშუალება ჩაერთოს "ტექნო ბუმის" გათამაშებაში, სადაც თამაშდება 10 ბინა თბილისში, 10 ავტომობილი Mercedes Benz-ი, 1000 სმარტფონი, 1000 პლანშეტური კომპიუტერი, 100 მაცივარი,100 გაზქურა, 100 სარეცხი მანქანა, 100 LED ტელევიზორი და ნახევარი მილიონი ლარი.

ამ დროისთვის, "ტექნო ბუმის" ცენტრები თბილისის გარდა, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და ფოთში მდებარეობს.