წინასწარი მონაცემებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 13,8%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8%-ით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,707 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

აქედან, ექსპორტი 2,728 მილიარდი დოლარი (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7,979 მილიარდი ამერიკული დოლარი (9.4 პროცენტით მეტი) იყო.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5,251 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.